ვიდეო
ორმაისობა ქუთაისში (ვიდეო)
ორმაისობა ქუთაისში 40 - მდე ღონისძიებით აღინიშნა.
ორ მაისს ქუთაისქალაქობის, იგივე გვირილობის დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს."გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება .გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
2 მაისს ქუთაისი საკუთარ იდენტობას აღნიშნავს და თავს ახსენებს დანარჩენ საქართველოს

ანა ჯანაშია
Print