ვიდეო
ბალეტი ქუთაისში - 70 გოგონა და არც ერთი ბიჭი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ახალგაზრდულ ცენტრის საბალეტო სკოლაში მხოლოდ გოგონები სწავლობენ.

სკოლა 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ჯერჯერობით ბიჭი მოსწავლე არ ყოლიათ.

აღნიშნული საბალეტო სკოლა საბაზისო განათლებას იძლევა. ქუთაისში არ არის პროფესიული საბალეტო სასწავლებელი, სამაგიეროდ არსებობს არასწორი შეხედულებები საბალეტო ხელოვნების მიმართ.

"ქუთაისი ღრმა კულტურული ტრადიციების ქალქია, ბალანჩივაძეების დინასტია ამ ქალაქს უკავშირდება. გვინდა აღორძინდეს ბალეტი და ისიც გვინდა საზოგადოებამ გაიხსენოს, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი, ჯარჯ ბალანჩინი იყვნენ ძალიან წარმატბული ბალერინები, ამიტომ უნდა დაინგრეს სტერეოტიპები მამაკაც ბალერინებთან დაკავშირებით", - ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



ქუთაისში ოპერის თეატრის დაარსებასთან ერთად ბალეტის აღორძნების პირობებიც შეიქმნა, თუმცა 1990 წლიდან კლასიკური საბალეტო სპექტაკლები ქუთასის ოპერის თეატრში აღარ იდგმება.
Print