ვიდეო
ორმაისობას ამღერებული იმერეთის გუბერნატორი (ვიდეო)
დღეს ქუთაისში გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ღონისძიება გაიმართა. ქუთაისობის დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში მიმდინარე ღონისძიებეს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე სიმღერით შეურთდა.



(ვიოდეო - მირიან ბერულავა)

ორ მაისს ქუთაისქალაქობის, იგივე გვირილობის დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს."გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება .გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
2 მაისს ქუთაისი საკუთარ იდენტობას აღნიშნავს და თავს ახსენებს დანარჩენ საქართველოს როგორც დიდი ისტორიის, რესურსის და პოტენციალის ქალაქი, რომელსაც აწმყოშიც მნიშვნელოვანი როლის აღება შეუძლია.

Print