ვიდეო
ქუთაისელები დიდგორის ომის დღის უქმედ გამოცხადებაზე - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
ქუთაისელები დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას ემხრობიან. მათი აზრით, დავით აღმაშენებელი იმსახურებს ამ თარიღის უქმე დღედ გამოცხადებას, თუმცა ქვეყანაში ისედაც ბევრი დასვენების დღეა.

"დიდგორის ამბავი პატარა ამბავი ხომ არ იყო, ხალხმა უნდა გაიგოს", "ყველაზე დიდი ომი იყო", "ძალიან ბევრი დასვენების დღეები გვაქვს" - ამბობენ ქუთაისელები.

ნახეთ ამ საკითხზე ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ვიდეოგამოკითხვა:



საქართველოში ოფიციალურად უქმედ 17 დღეა გამოცხადებული. შესაძლოა, მათ კიდევ ერთი დაემატოს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს "საქართველოს დიდი გამარჯვების" დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა და პარლამენტს წარუდგინა. 

კანონპროექტს პირველი მოსმენით, მიმდინარე წლის 23 მარტს, პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. 90 დეპუტატი მომხრე იყო, ერთი კი წინააღმდეგი.

მსოფლიოში ყველაზე მეტი დასვენების დღე ინდოეთშია. ამ ქვეყანაში 21 ოფიციალური უქმე დღეა. დასვენების დღეების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე 18 დღით ფილიპინები და კოლუმბიაა, მესამეზე კი ჩინეთი 17 უქმეთი. აღმოჩნდა, რომ საქართველო, ასევე 17 უქმე დღით, ჩინეთის გვერდით დგას.



Print