ვიდეო
დაუცველი და არაინფორმირებული მომხმარებელი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ დღეს საზოგადოებასთან კომუნიკაციით აღნიშნავენ.

"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარე, მადონა კოიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისინი 15 მარტს მოსახლეობას მომხმარებელთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ. ის, ასევე, ირწმუნება, რომ ორგანიზაცია მომხმარებლების ინფორმირებას 15 მარტის გარდა, სხვა დღეებშიც ახდენენ. თუმცა, კოიძე მომხმარებლებსაც გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ, არაინფორმირებულობაზე ჩივიან ქუთაისელი მომხმარებლები. ისინი განმარტავენ, რომ თავიანთ უფლებას ვერ იცავენ, რადგან ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

"კონკრეტულად არ ვიცი, როგორც მომხმარებელს რისი უფლება მაქვს. ერთადერთი ის ვიცი, რომ ვადაგასული პროდუქტი არ უნდა მომყიდონ. კარგი იქნება თუკი ამის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდება. ასევე, უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლების დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მივმართოთ", - ამბობს ქუთაისელი მომხმარებელი, მარინა კაპანაძე.

ქუთაისში, მომხმარებლებლის უფლებას "მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური" იცავს.

უფლებადაცვის ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მომხმარებელთა მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით მომატებულია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა მაინც ნაკლებად ინფორმირებულია ამ კუთხით.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ოფიციალურად 1983 წლის 15 მარტიდან აღინიშნება, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან იწყება და ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.

კონგრესში გამოსვლილას მან მომხმარებლის 4 ძირითადი უფლება ჩამოაყალიბა. ესენია: უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება, ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება, უფლება, მოუსმინონ მათ.
Print