ვიდეო
"შენობები გენგრევა თავზე, რა დამსახურებით იღებ პრემიას" - გადაცემა
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

გადაცემის თემაა მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ 2016 წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარებულ კვლევაში მოხვდა.

კვლევის მიხედვით, იმერეთში ყველაზე მეტი რაოდენობით პრემია და დანამატი ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაიცა, რამაც ჯამში 913 ათას ლარამდე შეადგინა.

რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების მიერ და რა მოთხოვნებს უყენებენ ადგილობრივ თვითმმართველობას? - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი, პარტია "თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

Print