ვიდეო
ქუთაისელები რუსთავი 2-ის საქმეზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტის მიერ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 30 ადამიანიდან 24-ის შეფასებით, უზანესი სასამართლოს დიდი პალატის, რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების უკან საქართველოს ხელისუფლება დგას.

გამოკითხულიდან მხოლოდ 6  თვლის, რომ ხელისუფლება სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობაში არ ერევა.

"ხალხი სიმართლეს იგებს რუსთავი 2-ისგან", "რაც მთავარია, გაიმარჯვა სიმართლემ", "კერძო საკუთრებაა და მესაკუთრის უფლებებში არ უნდა ერეოდეს," - ასეთია ქუთაისელების მოსაზრება.

ნახეთ ვიდეოგამოკითვა:



სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია-კოცერტი გაიმართება. მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უერთდებიან.
Print