ვიდეო
ქუთაისელები მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა ორდღიანი გაფიცვის შემდეგ მგზავრობის ღირებულება 0.10 ლარით  გაზარდეს.

მოქალაქეების შეფასებები ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ. 

ქალაქის ვიცე-მერმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია, რის შემდეგაც მძღოლები მერიის შენობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაფიცვის მეორე დღეს კი, მძღოლება საფასურის გაზრდის სანაცვლოდ გაფიცვა შეწყვიტეს. მერიაში აცხადებენ, რომ ფასის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა, ხოლო მოქალაქეებს მოუწოდეს თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას  ცხელ ხაზზე  დარეკონ.

მარიამ პატარაია
ბაია  მიქაბერიძე
Print