ვიდეო
რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც არქიტექტორმა გივი გოგრიჭიანმა მოამზადა 6 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი ავტორი, განახლებული ვერსიის წარდგენას კუტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გეგმავს.
დანგრევის პირას მყოფი რიონისპირა სახლები და საზოგადოების მოლოდინი ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:



"ახალი პროექტით უნდა გაშენდეს, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი სახლებიც. აქ მგონია, რომ როგორც ადგილობრივი თვითმმართელობის , ასევე ბიზნესის ინტერესიც უნდა იყოს. წარვადგენ ჩემს იდეებს , განვიხილავთ ერთდროულად და შემდეგ ვიმსჯელებთ, როგორ მოვიზიდოთ თანხები" - ამბობს არქიტექტორი, გივი გოგრიჭიანი

ქუთაისში, რიონისპირას სახლების რეაბილიტაციას აქტიურად ეხმიანებიან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში". სწორედ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 

ქუთაისის საინფორმაციო ცენტის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ საკუთარ  გვერდზე  ესკიზიც.  


ხვიჩა ვაშაყმაძის მიერ მომზადებული ესკიზი

ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარატვენ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე არც ერთ არქიტექტორს არა წარუდგენია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ  ეს სახლები კერძო საკუთრებაა, რომლის რეაბილიტაციაც მათ გეგმებში არ შედის.



ანა ჯაშაია
ბაია მიქაბერიძე

 

Print