ვიდეო
ევროპული ნაგავსაყრელი ქართული წინააღმდეგობით (ვიდეო)
FaceBook
სოფელ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, რასაც 6 სოფლის მოსახლეობა აპროტესტებს.
პროექტს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ახორციელებს. უწყებაში ამბობენ, რომ საერთაშორისო დირექტივების თანახმად, ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. თუმცა, ამის შესახებ სოფელ ჭოგნარში არაფერი იციან.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაიწყოს. სოფლის მოსახლეობა სამუშაოების დაწყებისთანავე საპროტესტო ტალღის განახლებას აანონსებს.

მათ ამ მიზნით რამდენიმე აქცია ჯერკიდევ გასულ წელს მოაწყვეს და პეტიციაც შეადგინეს, რომელსაც 3000–მდე ხელმომწერი ჰყავს. თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ ამ თემაზე მომზადებული სპეციალური რეპორტაჟი:



რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ნაგავსაყრელისა და ნარჩენების მართვის კუხით? როგორია ერთის მხრივ საზოგადოების, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს როლი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმები? რა ვალდებულებს უყენებს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება და არსებული კანონდებლობა? - აღნიშნულ საკითხებზე იხილეთ  ქუთაისიპოსტის მიერ მომზაებული გადაცემა.
Print