ვიდეო
"ღამით მოდიან და ყრიან" - თვითნებური ნაგავსაყრელი ნიკეას ქუჩაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე თვეა ინერტული მასალა და სამშენებლო ნარჩენები უკონტროლოდ იყრება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სააგენტოში კი ფაქტზე რეაგირებას ქუთაისიპოსტის შეტყობინების შემდეგ გეგმავენ. 

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



ნარჩენების კოდექსის მიხედვით, გარემოს დაბინძურებისთვის განსაზღვრული ჯარიმის რაოდენობა დანაგვიანებული ტერიტორიის ფართობის, ნარჩენების მოცულობასა და სახეობაზეა დამოკიდებული.
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით ჯარიმდება, ხოლო, 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ნარჩენის უკანონოდ დაყრის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა მოუწევს. იურიდიულ პირს კი 1000 ლარის.

რაც შეეხება ინერტული ან სამშენებლო ნარჩენების უკონტროლოდ დაყრას, 1 მ3-მდე მოცულობის ასეთი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ფიზიკური პირის 200 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული 1500 ლარით ჯარიმდება.
Print