ვიდეო
"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ქუთაისიპოსტის ახალი რუბრიკა
FaceBook

ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.


ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, ახალ რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით".

რუბრიკის პირველი სტუმარია ქუთაისში, ლეჟავას ქუჩა #3-ში მცხოვრები, ეთერ სიდიანი. 84 წლის მარტოხელა მოხუცს გადაადგილება უჭირს, ამიტომ საკვების და შეშის მოტანაში მეზობლები ეხმარებიან.

მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომლიც საკვების და წამლების საყიდლადაც არ ყოფნის.
როგორია მისი ცხოვრების ერთი დღე, ნახეთ სიუჟეტი:


 

Print