ვიდეო
ანტისანიტარია ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო მოქალაქეები ვერ სარგებლობენ.  

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



ქალაქში არსებული სამი მიწისქვეშა გადასასვლელიდან ორი, ახალგაზრდობის გამზირზე და ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე არსებული, თვითმმართველობის ბალანსზეა.

გვირაბი კი, რომელიც რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს, იჯარითაა გაცემული. რაც შეეხება, მესამე გვირაბს, რომელიც ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე მდებაროებს, ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2016 წლის 22 ივნისს დაიბრუნდა.

ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბი ქუთაისის მერიის მიერ 2013 წელს გასხვისდა.

ტერიტორია, ფიზიკურ პირს გიორგი კეპულაძეს (ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გვირაბი (საერთო ფართობით 67 920 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფართობი 1731,0 კვ. მ) 10 წლიანი იჯარით გადაეცა. იჯარის თანხამ 2 500 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი კეპულაძეს ადგილობრივ ბიუჯეტში 3 თვეში ერთხელ, 625 ლარი უნდა შეეტანა.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, მოიჯარეს ავალდებულებდა, ტერიტორია მოწესრიგებინა. ასევე, მას აღნიშნული გვირაბი ფუნქციონირებაში უნდა მოეყვანა. სამაგიეროდ, კეპულაძეს შესაძლებლობა ქონდა იჯარით აღებული ქონება სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოეყენებინა.

თუმცა, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულდა. რის გამოც, 2016 წლის 22 ივნისს ადგილობრივმა თვითმმართველობამ  ხელშეკრულება გააუქმა. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გიორგი კეპულაძეს მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დროზე ადრე შეუწყდა, იმ საიჯარო ქირის დავალიანების გასტუმერება მაინც დაევალა, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. მერიაში განმარატვენ, რომ  კეპულაძემ საიჯარო 2 500 ლარიდან ამ დროისთვის 2 350 ლარი აქვს გადახდილი.

რატომ ვერ შეძლო ხელშეკრულებით დაკირებული ვალდებულების შესრულება ან გაიხდის თუ არა საიჯარო ქირის დარჩენილ ნაწილს, - ამის გასარკვევად მცდელობის მიუხედავად ქუთაისიპოსტი  ვერ  დაუკავშირდა გიორგი კეპილაძეს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი განმარტავს, რომ  აღნიშნული მიწისქვეშა გვირაბი ახლა მერიის ბალანსზეა. თუმცა, მისი ხელახალი გასხვისება ისევ იგეგმება. პაატა კლდიაშვილის თქმით, თუ მყიდველი არ გამოჩნდა, მის მოვლა პატრონობას მერია თავის თავზე აიღებს. რაც მისი თქმით,  ასათიანის ქუჩაზე გზის რეაბლიტიაციის დასრულებისთანავე მოხდება.  

Print