ვიდეო
"უვადო" საარჩევნო კამპანია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიას, არჩევნების დასრულებიდან ამ დრომდე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არც ერთი კანდიდატის მიმართ შეუდგენია.



სარეკლამო მასალების ჩამოუხსნელობის გამო, თვითმმართველობისგან მითითება არ მიუღია კომპანიასაც, რომელსაც ბანერები ეკუთვნის. მერიაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი კომპანიაში მიმდინარე რეოგანიზაციის გამო გაჭიანურდა.

როგორც გაირკვა, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, ქუთაისში სარეკლამო ბანერებს შპს "ფერტუნა მედია" განკარგავდა.
გასული წლის ბოლოს ის კომპანია "ალმა+"-ს შეუერთდა, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებითაც დასტურდება.

ქუთაისში "ალმა+"-ის წარმომადგენელი, ელიზბარ არქანია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიტიკური სააგიტაციო მასალის დემონტაჟი უახლოეს დღეებში მოხდება.
Print