ვიდეო
სტვენა და შეძახილები საქართველოს პარლამენტში (ვიდეო)
FaceBook
პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა.

"აირბინეთ სოლოლაკში," - ასე მიმართა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

უმრავლესობის მხრიდან, ერთ-ერთმა დეპუტატმა კოლეგებს სტვენით უპასუხა.

ოპოზიციის განხცადებით, ეკა ბესელიამ, რომელმაც კანონპროექტი წარმოადგინა, არც ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული მოსაზრება გაითვალისწინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ბესელია კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას არსულებს.

"მას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა აქვს, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები სუს-ის მფლობელობაში დარჩეს. კერძოდ, გომელაურის და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში," - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", პარტიის წარმომადგენლებმა ხსდომა დროებით დატოვეს. ისინი ამ დროისთვის კონსულტაციებს გადიან და შესაძლებელია, მიიღონ გადაწყვეტილებამ, რომ დღევნდელი განხილვა საერთოდ დატოვონ.



Print