პოლიტიკა
"სამართალი" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებისთვის (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს წევრს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მამის საფლავის გაძარცვაში ეჭვმიტანილი პირის ცემისთვის აღიძრა.

სამაგიეროდ, პროკურატურაში უკვე მეორე წელია კიდევ ორი დეპუტატის, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე აღძრულ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე დაუსრულებელია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს, მის ძმასა და მეგობარს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარე წლის 30 მარტს შედგება.



Print