ვიდეო
ნარჩენების მართვის პოლიტიკა პრობლემებისა და ვალდებულებების პირისპირ (გადაცემა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტის სტუდია“ წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

გადაცემის თემაა რეგიონში ნაგავსაყრელისა და ნარჩენების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობა, განვითარების პერსპექტივები და ვალდებულებები.

ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი უნდა განთავსდეს, რომელიც იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება.

თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი უკვე გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი. ასევე, პრობლემურია ქალაქში უკონტროლოდ დაყრილი ნარჩენები, რომლებიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია.

რა მდგომარება გვაქვს დღეს ნაგავსაყრელისა და ნარჩენების მართვის კუხით? როგორია ერთის მხრივ საზოგადოების, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს როლი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმები? რა ვალდებულებს უყენებს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება და არსებული კანონდებლობა? - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები.
პირველი ნაწილის სტუმრები არიან ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ცხაკაია. ხოლო მეორე ნაწილში ამ თემებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველთან ხათუნა ჩიკვილაძესთან და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან ხვიჩა ვაშაყმაძესთან ერთად განვიხილავთ.

გადაცემაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტები.

პირველ სიუჟეტში ნახავთ, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ნარჩენების მართვის კუთხით. რას ამბობს სტატისტიკა და რას აჩვენებს გარემო.

ხოლო მეორე სიუჟეტი სოფელ ჭოგნარში ახალი სანიტარული ნაგასაყრელის მოწყობასა და მოსახლეობის პროტესტზე მოგვითხრობს.



Print