ვიდეო
ქუთაისელების შეფასებები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 30 ადამიანიდან 28 უარყოფითად აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ნაწილი თვლის, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორმა, ვასილ მარლაფერიძემ რეფორმის დაწყებამდე საზოგადოების აზრი უნდა გაითვალისწინოს.

"საინეტერესო გადაცემები ჰქონდათ ყოველთვის"; " ჯერ ხალხის აზრი გაიგონ და მერე უნდა დაიწყონ რეფორმები";
"არ არის დასაშვები ამდენი ხალხი უნდა გათავისუფლდეს", - ასეთია ქუთაისელების შეფასებები.

ნახეთ ვიდეოკამოკითხვა:



საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც 2018 წლამდე, "მოამბის" გარდა, ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად საკადრო ცვლილებებიც დაანონსდა.
Print