ვიდეო
დონ დამიანე - სახელოვანი კათოლიკე მოძღვარი "უსახელო" საფლავით (ვიდეო)
FaceBook
დონ დამიანე სააკაშვილს უკანასკნელ ქართველ კათოლიკე წინამძღვრად მოიხსენიებენ.

"ჩემი ბავშვობის დროს კათოლიკეთა ეკლესიაში მღვდელი დონ-დამიანე სააკაშვილი ქალაქის ყოველ ბავშვს უყვარდა. ახლა რომ ვუკვირდები, მაოცებს ის დამოკიდებულება, რომელიც მაშინ კათოლიკეთა პატრს ჰქონდა ხალხთან", - ეს მოგონება მწერალ მამია ასათიანს ეკუთვნის.

დონ დამიანე მე -20 საუკუნის პირველ ნახევარში ქუთაისში, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი იყო.

მას ბოლო ქართველ კათოლიკე წინამძღვრად მოიხსენიებენ. დონ დამიანეს ეკლესიაში მსახურების წლებს უკავშირდება კათოლიკე ეკლესიის ერთ -ერთი ყველაზე კარგი და ყველაზე მძიმე პერიოდებიც.


Print