ვიდეო
განაჩენი სამედიცინო აპარატურით (ვიდეო)
FaceBook
სამედინიცინო კლინიკების უმეტესობაში,თანამედროვე აპარატურასთან ერთად, საბჭოური წარმოების დანადგარებს მოიხმარენ.

საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის, რომელიც სხვა პირობებთან ერთად, აპარატურის გამოშვების წელსაც ითვალისიწნებს, 2015–2016 წლებში ქუთაისში 5 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა.

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობებს, ერთადერთი დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის #385 დადგენილება არეგულირებს.

დოკუმენტის თანახმად, აპარატურა 1998 წელზე ადრე გამოშვებული არ უნდა იყოს. ეს მოთხოვნა აუცილებლობას 2012 წლიდან წარმოადგენს.

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დარღვევისთვის ლიცენზირებული დაწესებულებები 5000 ლარით, სტაციონარები კი 10 000 ლარით ჯარიმდებიან.

აპარატურის არქონის გამო, ქართველი პაციენტები დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავენ.

თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებში ახალი და მეორადი აპარატურით სარგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ხელმისაწვდომი არაა.

ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ ამ საკითხზე მომზადებული ვიდეოსიუჟეტი:


Print