ვიდეო
კორპუსი ქუთაისში, სადაც ზამთრის ეშინიათ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის #6 კორპუსში ამორტიზებული სახურავი მობინადრეებს პრობლემებს უქმნით.

სახურავიდან ჩამოსული წყალი გარდა იმისა, რომ მე–9 სართულზე მცხოვრები 4 ოჯახის საცხოვრებელ კედლებს ასველებს, უკვე მეხუთე სართულის სადარბაზომდეც აღწევს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსი დანგრევის საშიშროების წინაშე დგას, რადგან პრობლემის მოუგვარებლობის გამო კედლები ინგრევა.

მობინადრეებმა სახურავის შეკეთების მოთხოვნით ქუთაისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, საიდანაც ფინანსური თანამონაწილეობის შეთავაზება მიიღეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ვიდეოკომენტარზე უარი განაცხადეს. თუმცა, განმარტეს, რომ მერია გადახურვის პრობლემის მოსაგვარებლად,
მოსახლეობისგან მასალის ღირებულების 50%–ს გარანტიის სახით ითხოვს, რაც მათ სამუშაოების დასრულების შემდეგ უკავნე დაუბრუნდებათ. რაც შეეხება პროექტის ჯამურ ღირებულებას, მერიაში აცხადებენ, რომ სახურავის ფართობზეა დამოკიდებული და მას შემდეგ დაზუსტდება, რაც შესაბამისი სამსახურები საპროექტო ნახაზს და ხარჯთაღრიცხვას შეადგენენ.

ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი ხარებავას ქუჩის #6 კორპუსის მობინადრეების პრობლემის შესახებ.



Print