ვიდეო
გამყარებაზე იზრუნონ – ქუთაისელები სესხების გალარებაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 25 ადამიანიდან, 15 მთავრობის ინიციატივას გალარებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.

8 დადებითად, ხოლო გამოკითხულიდან ორი რესპოდენტი ამბობს, რომ საბანკო ვალდებულება არ აქვს და შესაბამისად, ეს საკითხი არ აინტერესებს.

"გვატყუებენ", "გალარებაზე კი არა, მთავრობამ ლარის გამყარებაზე უნდა იზრუნოს", - ასეთია ქუთაისელების შეფასებები მთავრობის ინიციატივაზე.

ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, სესხების გალარების პროგრამა 2015 წლის 1 იანვრამდე, კომერციული ბანკების მიერ, აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხებს შეეხება. პროგრამა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება.
Print