ვიდეო
მთავარი მუსიკა სიყვარულია - ზვიად ბოლქვაძის კონცერტი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
მესხიშვილის თეატრში მუსიკოს ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა.

იგი საქველმოქმედო ხასიათის გახლდათ და ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ბერი ანდრიას ფონდში, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სახლის მშენებლობისთვის გადაირიცხა.

"მთავარი მუსიკა სიყვარულია. მუსიკაა ის სიკეთეც, რასაც თქვენ იჩენთ იმ ადამიანებისადმი, რომელთაც დახმარება ჭირდებათ",- მიმართა ზვიად ბოლქვაძემ მაყურებლებს.

მასთან ერთან კონცერტში მონაწილეობდნენ გიორგი ცაგარელი (ალტი), შაკო ღელეყვა (ბას-გიტარა), ამირან დიასამიძე (კლავიში, აკორდეონი), ლევან აბშილავა (დასარტყამი ინსტრუმენტი).

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.



Print