ვიდეო
სამედიცინო მომსახურების ხარისხი პრობლემებისა და მოთხოვნების ფონზე (გადაცემა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტის სტუდია“ წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

გადაცემის თემაა ექიმთა კვალიფიკაცია, სამედიცინო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, ექიმთა და პაციენტთა უფლებები და სამედიცინო აპარატურის გამართულობა.

სამედიცინო მომსახურების შედეგად დაზარალებული პაციენტები ზოგჯერ სიმართლის დადგენასა და ექიმის დასჯას მოითხოვენ. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ როგორც ექიმთა კვალიფიკაციას და კომპეტენციას, ასევე სამედიცინო დანადგარების გამართულებობას, რამაც ზუსტი დიაგნოსტიკა უნდა უზრუნველყოს. თუმცა, მედპერსონალის ვალდებულებების გვერდით მათი უფლებების საკითხიც დგება. ზოგ შემთხვევაში ექიმები პაციენტთა მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ.

თავის მხრივ ექიმის და პაციენტის ურთიერთობის დასარეგულირებლად არსებობს კანონი და მუშაობს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. 
სამედიცინო სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები.

პირველი ნაწილის სტუმრები არიან სამედიცინო სფეროს ექსპერტი დევი ტაბიძე და 2016 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი აკაკი ზოიძე (რომელიც გადაცემის ჩაწერის დროს ჯერ კიდევ განიხილებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ და არ ჰქონდა აღნიშნული თანამდებოდა დაკავებული), ხოლო მეორე ნაწილში ამ თემებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანთან ირინე ფხაკაძესთან და ექსპერტ სიმონ გაბრიჭიძესთან განვიხილავთ.

გადაცემაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტები.

პირველი სიუჟეტი ბოლო დროს ქუთაისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს, სადაც კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა პაციენტისა და ექიმის უფლებების საკითხი.

ხოლო მეორე სიუჟეტში ნახავთ - თუ რა მომსახურებას გვთავაზობს იმერეთის კლინიკები, რამდენად ხელმისაწვდომია ის მოსახლეობისთვის და რატომ მიდიან ჩვენი თანამოქალაქეები უცხოეთში სამკურნალოდ.



Print