ვიდეო
ოთხდღიანი სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემები და ბოდიში ქუთაისის მოსახლეობას (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ოთხდღიანი ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. სტიქიის შედეგად დაზიანდა კერძო და საერთო საცხოვრებელი სახლები.

უამინდობის პარალელურად, ქალაქში წყლის და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. რამდენად შესაძლებელი იყო პრევენციის ზომების მიღება ნახეთ ვიდეო სიუჟეტი:



ადგილობივები უამინდობასთან ერთად შექმნილ პრობლემას შესაბამისი უწყებების მოუმზადებლობად აფასებენ.




ინფრასრუქტურული პრობლემების გარდა, ძლიერმა ქარმა მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან ფიცარი ჩამოაგდო, რამაც შუახნის ასაკის ქალი დააზიანა, რომლის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის განმარტებით, მოქალაქეებმა, რომელთა სახლები ძლიერმა ქარმა მინიმალურად დააზიანა, თავიანთ საკუთრებას თავადვე უნდა მიხედონ.

თეკლე მორგოშია
მარიამ პატარაია
Print