ახალი ამბები
"შემოდგომის ფესტივალი" ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე "შემოდგომის ფესტივალი" გაიმართა.



ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხალხური სანახაობები და ქალაქური რომანსები, თათარას მოდუღება და ჩურჩხელის ამოვლება, ღვინის დეგუსტაცია, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი აქსესუარების, თექისა და ბატიკის ნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვა.

"ქუთაისში პირველად ვცადეთ შემოდგომის დღესაწაული აღგვენიშნა და ეს სიმბოლურად, გიორგობას დავამთხვიეთ. აქ წარმოდგენილი ღონისძიებები ძირითადად მოსავლის აღებას, ხვავს, დოვლათს უკავშირდება," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

"შემოდგომის ფესტივალის" ჩასატარებლად ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს 8 822 ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მასში გამარჯვებულად "ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი" გამოვლინდა, რომელმაც ღონისძიების მოწყობაში 8 500 ლარი მოითხოვა.

 

Print