ვიდეო
სტუდენტთა საერთაშორისო დღე, რომელსაც ქუთაისში არ აღნიშნავენ (ვიდეო)
FaceBook
17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა.

ევროპის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობები და გაერთიანებები ამ თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ.

საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღეს 2009 წლიდან მხოლოდ თბილისის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აღნიშნავენ.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ეს თარიღი ჯერ არ აღუნიშნავთ.

მასზე ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ სასწავლებლის სტუდენტურ თვითმმართველობაში.

სტუდენტთა საერთაშორისო დღის შესახებ არც წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა იციან.





Print