ვიდეო
ქუთაისელი ახალგაზრდები მაღალმთიან რეგიონებში დაოჯახებაზე - გამოკითხვა "ქუთაისიპოსტი" (ვიდეო)
"ერთჯერადი  დახმარებით სოფლებში ხალხს ვერ დააბამ,"

"ქუთაისიპოსტის" მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ახალგაზრდიდან მხოლოდ 10 მოსწონს მაღალმთიან რეგიონებში დაოჯახების წახალისების ინიციატივა.  გამოკითხულიდან 25 თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივით და ერთჯერადი დახმარებით ვერ მოხდება სოფლებში ხალხის გაჩერება. დანარჩენი თვლის, რომ 10 000 ლარი მაღალმთიან სოფლებში ცხოვრებისთვის  ცოტა თანხაა. 
"ერთჯერადი  დახმარებით სოფლებში ხალხს ვერ დააბამ," - ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:  


მაღალმთიან რეგიონებში ქორწინების წახალისების კონკრეტული გეგმა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ "კომერსანტს" დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა.

თეკლე მორგოშია
Print