ვიდეო
ქუთაისელები ახალი ნაძვის ხის მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, 2017 წლის საახალწლო განწყობის შესაქმნელად 127 477 ლარს დახარჯავს.

მერიამ ახალი გირლიანდებისა და განათების შეძენისა და არსებულის რეაბილიტაციისთვის, ორი ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, ამ დრომდე უნცობია, ექნება თუ არა ქალაქს ახალი ნაძვის ხე.

ბოლო რამდენიმე წელია ქალაქი ახალ წელს რეაბილიტირებული ნაძვის ხით ხვდება. ასევე, წლების განმავლობაში ქალაქის ქუჩებს ძველი საახალწლო აქსესუარებით რთავენ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობა გასული წლის მსგავსად არ უნდა მოიქცეს და საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა გონივრულად უნდა დახარჯოს.


Print