ვიდეო
ქუთაისელი ბავშვები კომბლეზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
"არ აქცევდა თავის ცხვრებს ყურადღებას, მაინც კეთილია", "უშველის ცხვრებს".

ასე აფასებენ ქუთაისელი ბავშვები ზღაპრის გმირს.

როგორია, ბავშვების თვალით დანახული ქართული ზღაპარის გმირი კომბლე - ამასთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტმა ქალაქის ერთ–ერთ საჯარო ბაღში გამოკითხვა ჩაატარა.

ნახეთ ვიდეო გამოკითხვა:




"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა," – ამგვარად შეაფასა ზღაპრის გმირი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი? თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
Print