ვიდეო
"ხედვა სამზარეულოდან" - ოთხი ქალი ლარის გაუფასურებაზე (გადაცემა)
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს გადაცემას „ხედვა სამზარეულოდან“.

ჩვენი მიზანია გავიგოთ, რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

მედიაში მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ მხოლოდ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, ან ამბის უშაულო მონაწილეებს იწვევენ, ამ დროს კი რიგითი ადამიანების შეხედულებები ყურადღების მიღმა რჩება.

თუმცა, სწორედ ჩვენს ირგვლივ მყოფ რიგით ადამიანებზე ახდენს გავლენას ყველა მოვლენა, შესაბამისად, ძალიან საიტერესოა მათი შეხედულება ამა თუ იმ პრობლემის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.

ჩვენ სწორედ თქვენი მოსაზრებების მოსმენა გვსურს. მომდევნო გადაცემაში ნებისმიერი თქვენგანი შესაძლოა იყოს ჩვენი გადაცემის სტუმარი.

გადაცემის ფორმატი გულისხმობს 4 სხვადასხვა ასაკისა და საქმით დაკავებული ქალბატონის ჩართვას, ისინი სტუდიაში სკაიპის მეშვეობით გაგვესაუბრებიან, სწორედ მათი ხედვა სამზარეულოდან შესაძლოა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს.

რატო ქალები? - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალის როლი სამზარეულოში და ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება და მათი შეხედულებები ატუალურ საკითხებზე ნაკლებად ჩანს. სწორედ ამიტომ, გამომდინარე იქედან რომ ნესმიერი ასაკის და გენდერული ნიშნის მიუხედავად, ჩვენთვის ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაცემის ყველა სტუმარი ქალი იქნება.

პირველი გადაცემის თემაა ვალუტის კურსი. რა პრობლემებს ქმნის ლარის გაუფასურება მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

გადაცემის სტუმრები არიან - მაიკო ჭოლაძე, რომელიც საფინანსო სექტორშია დასაქმებული, დიასახლისი - რუსიდან მეფარიშვილი, ჟურნალისტი - ქეთი ბერძენიშვილი და ლელა ჯიშკარიანი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს.


Print