ვიდეო
ქვეითების დაუცველი სიცოცხლე (ვიდეო)
FaceBook
2015 წელს იმერეთში ავარიების შედეგად 26 ქვეითი დაიღუპა, 154–ის ჯანმრთელობას კი ზიანი მიადგა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთოებისთვის" მონაცემებით, იმერეთში გასულ წელს 705 ავარია დაფიქსირდა. ავტოკატასტროფებმა 115 სიცოცხლე შეიწირა, 1078 ადამიანი კი დაშავდა.

2015 წელს იმერეთის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევამ 26 ქვეითის სიცოცხლე იმსხვერპლა, 154–ის ჯანმრთელობას კი ზიანი მიადგა.

არასამთავრობო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავარიების გამომწვევი მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაა.

ქუთაისში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით, გადასასვლელზე ხელით მართვადი შუქნიშნების დამონტაჟებას და ქალაქის ხელისუფლებისგან დამატებითი ზომების გატარებას ითხოვენ.


Print