ვიდეო
საგზაო უსაფრთხოება და სატრასნპორტო ინფრასტრუქტურა მოთხოვნებისა და ვალდებულებების ფონზე (გადაცემა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტის სტუდიაში“ მომზადებული მორიგი გადაცემის თემაა საგზაო უსაფრთხოება და სატრასნპორტო ინფრასტრუქტურა.

ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პრობლემაა მგზავრთა უსაფრთხოება, გაუმართავია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოძველებულია ავტოპარკი, რაც მოსახლეობას არა მხოლოდ გზებზე უქმნის პრობლემას, არამედ გამონაბოლქვის სახითაც, რასაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება თავისმხრივ გარკვეულ მოთხოვნებს გვიწესებს, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები - პირველი ნაწილის სტუმარია ავტოსკოლა "იმერეთის" ხელმძღვანელი გიორგი აბზიანიძე, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი, რომელიც გადაცემის მეორე ნაწილშიც განაგრძობს საუბარს, მასთან ერთად მეორე ნაწილის სტუმრები არიან შპს "სამგზავრო 2007"-ის დირექტორი ალეკო დვალიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გარემოს დაცვის ინჟინერიის მიმართულებით ციცინო თურქაძე.

გადაცემაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტები.

პირველ სიუჟეტში დეა მანაგაძე გვიამბობს, რამდენად მძიმე ვითარება გვაქვს ქუთაისში გზებზე. ხოლო მეორე სიუჟეტში თეკლე მორგოშია ქუთაისში არსებულ ავტოპარკზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მოგვითხრობს. 


Print