ვიდეო
თეატრალიზებული მილოცვა ქუთაისელ ტრანსპორტელებს მერიისგან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ ტრანსპორტის საერთაშორისო დღე ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულებს თეატრალიზებულად მიულოცა.
პროფესიული დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება  "ხარაზოვის ბაღში" აღინიშნა.



თეატრალიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით ქუთაისის მერის მოადგილე, კოტე ქავთარაზე და საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ტარიელ ტოროშელიძე გამოვიდნენ.

მათი შეფასებით, ტრანსპორტის სფეროში წინსვლა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ქალაქის ვიცე-მერს არ დაუკონკრეტებია ადგილობრივ მთავრობას რა გეგმების აქვს ამ მიმართულებით.

სამაგიეროდ, კონკრეტული შენიშვნები გააჟღერა ტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენელმა.





ქუთაისში ტრანსპორტის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა.

ტრანსპორტელებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალაქის ვიცე-მერმა 5 ღვაწლმოსილი ტრანსპორტელი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

Print