პოლიტიკა
საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც "საფრთხე" (ვიდეო)
FaceBook
2016 წლის 30 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის, მაჟორიტარობის კანდიდატები ქუთაისის სამივე ოლქში იბრძოლებენ.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ისინი არჩევნებში არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ.

ქუთაისის #47-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გენადი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებლია კონსტიტუციის შეცვლა, რისთვისაც პარლამენტში 113 ხმაა საჭირო.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი, მმართველი გუნდის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობას საფრთხედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პირველ საკითხად ხელისუფლება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის განხილვას გეგმავს.

როგორია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებები საკონსტიტუციო უმრავლეოსობასა და პარლამენტის დედაქალაქში გადატანასთან დაკავშირებით, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



Print