პოლიტიკა
პოზიციის მაჟორიტარი გვეყოლება თუ ოპოზიციის, იქ მე უნდა ჩავერიო - შოთა მურღულია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, მისი  მოვალეობაა მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ის ქალაქის მერად თვითმმართველობის არჩევნებზე წარადგინა.

თუ  რატომ არ შეასრულა  მან ეს "მოვალეობა" 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევენებამდე მერი ირწმუნება, რომ იმ დროისთვის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბევრი იყო და მოწოდებებისგან თავი შეიკავა. 

"მაგრამ იქ, სადაც დადგა უკვე  თემა, რომ  დღეს პოზიციის მაჟორიტარი გვეყოლება თუ ოპოზიციის მაჟორიტარი, იქ მე აუცილებლად  უნდა ჩავერიო",  - განაცხადა ქალაქის მერმა. 


Print