ვიდეო
მოსახლეობის საარჩევნო განწყობა ბაღდათსა და ხარაგაულში (ვიდეო)
FaceBook
"არც პირველ ტურში ვყოფილვარ და არც მეორეზე მივალ",  "არც "ოცნება" მინდა, არც "ნაციონალები", "მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა".

ასე აფასებენ ბაღდათი-ხარაგაულის # 51 მაჟორიტარულ ოლქის ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს.

"ქუთაისიპოსტმა" მუციციპალიტეტებში შემთხვევითი შერჩევის პრონციპით 35 რესპონდეტი გამოკითხა. გამოკითხულთაგან 30 არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის ემზადება, 5 რესპონდენტი კი აცხადებს რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს



ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში არჩევნების მოსაგებად ორი კანდიდატი - კობა ლურსმანაშვილი და გიორგი რობაქიძე იბრძვის.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2016 წლის 30 ოქტომბერს ჩატარდება. 

არჩევნების პირველ ტურში #51 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა ხმების 47,07%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ – 26,4% მიიღო.

Print