ვიდეო
როგორ ემზადებიან არჩევნების მეორე ტურისთვის ბაღდათსა და ხარაგაულში (ვიდეო)
FaceBook
ბაღდათსა და ხარაგაულში მცხოვრებლების ნაწილი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ნაწილი კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ბაღდათი - ხარაგაულის ოლქში 50 % -იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა.

ოლქში წარმოდგენილი 12 კანდიდატიდან მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის კობა ლურსმანაშვილი და გიორგი რობაქიძე იბრძვიან.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ბაღდათი–ხარაგაულის #51 მაჟორიტარული ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილი ხმების 47,07%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი რობაქიძე – 26,4% მოაგროვა.

როგორ აფასებენ კანდიდატები არჩევნების პირველ ტურს და რას პირდებიან მოსახლეობას ნახეთ ვიდეო


Print