ვიდეო
ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკი, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ახალ რეგულაციებს უწესებს.

ამიერიდან, ვალუტის ჯიხურების მეპატრონეები, ვალდებული არიან ვალუტის კურსისა და გაცვლის საკომისიოს შესახებ ინფორმაცია თავიანთ ჯიხურებში, სალაროსთან ან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე განათავსონ.

გარდა ამისა, პუნქტების მფლობელებს შესრულებული ფინანსური ოპერაციის ქვითრით დამოწმებაც ევალებათ.

მომხმარებელი ცვლილებებს მიესალმება, თუმცა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეპატრონეები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები მათ დააზარალებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ ამით მომხმარებელთა უფლებებს იცავს.



Print