ვიდეო
ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)
FaceBook
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქუთაისში წყალმომაარგების სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ნოდარ ჯავახიშვილმა ამის შესახებ  ნიკეას ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილის გახსნაზე განაცხადა.

მინისტრმა სამუშაოების შემსრულებელი თურქული კომპანია SMK- ს მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა. მისი ინფორმაციით, ქუთაისში წყლის სისტემის სამუშაოების გაჭიანურების გამო, კონტრაქტორი ფირმის ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.

"ორი კვირის წინ გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი თურქულ კონტრაქტორთან და გამოცვალეს მთელი ხელმძღვანელობა. შევთანხმდით თითქმის ბოლომდე, რომ ქართული წარმოების მაღალი ხარისხის მილებს იყიდიან და ვფიქრობ, ორ-სამ კვირაში სრული ტემპით აღდგება მუშაობა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება 2017 წლის ბოლოს ექნება.

მომავალი წლიდან კი ქალაქში 100 მლნ ევროს ღირებულების კანალიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყება.




თურქულ კომპანიასთან,   სამუშაოების შესრულების ვადებთან დაკავშირებით, პრეტენზიები "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც" ჰქონდა. კომპანიის დირექტორის მოადგილე, ზაზა სიხარულიძე, SMK-ს ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ არ გამორიცხავდა.
Print