ვიდეო
ნოდარ ჯავახიშვილის ბოდიში ქუთაისელებს - ეს არის მხოლოდ გზის ნაწილი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრო.

მან ქუთაისელებს, გზის დაუსრულებელი რეაბილიტაციის გამო, ბოდიში მოუხადა.

"ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ეს არის მხოლოდ ნაწილი გზის. თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა და მინდა მოგილოცოთ ეს პატარა მონაკვეთი," – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მინისტრმა, გზის სამუშაოების მიმდინარეობის ტემპის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

"დღეს ეს გზაც დავათვალიერე. არც აქ ვარ მანდამაინც კმაყოფილი ტემპებით, მაგრამ შევთანხმდით, რომ მაისის ნაცვლად პირველ აპრილს ჩაბარდება ეს გზაც და გვექნება შესძლებლობა კომფორტულად შემოვიდეთ მეორე დედაქალაქში," – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ნიკეას ქუჩის დარჩენილი ნაწილის ავტობანთან მიერთების სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და ის მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება.




Print