ვიდეო
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის საათები მცირდება (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტი მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან სამუშაო საათებს ამცირებს.

მიკროავტობუსები დილის 7–ის ნახევრის ნაცვლად მუშაობას 7 საათზე დაიწყებენ და მგზავრებს, ღამის 12 საათის მაგივრად, 11 საათამდე გადაიყვანენ.

ამის მიზეზი კი როგორც ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში აცხადებენ, დილის და ღამის საათებში მგზავრთა ნაკადის სიმცირეა.


Print