ვიდეო
ზესტაფონელები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
"არა, არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ გააყალბეს და არ მჯერა", "მითხრას ორივემ რა გააკეთა?", "ერთხელ ხომ მივეცი ხმა."

ასეთია ზესტაფონში მცხოვრებლების პასუხი, ქუთაისისპოტის შეკითხვაზე, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 50 ადამიანიდან 20 ამბობს, რომ არჩევნებზე არ მივა, რადგან მათი თქმით, პირველი ტურის შედეგები გააყალბეს.

გამოკითხულიდან 10 მთავრობაზე გაბრაზებულია, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შაქარი გაძვირდა, 8 ადამიანი კი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ხმათა უმრავლესობა ორმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ბეჟან ბუცხრიკიძემ და "ქართული ოცნებიდან" შალვა კიკნაველიძემ მოიპოვა. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ზღვარი ვერ გადალახა, რის გამოც ზესტაფონის #52-ე საარჩევნო ოლქში მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.
Print