ვიდეო
დაცული და დაუცველი ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში (გადაცემა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტის სტუდიაში“ მომზადებული მორიგი გადაცემის თემაა ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცულობა საქართველოში.

რამდენად რთულია საავტორო უფლებების დაცვა სამართლებრივად და რამდენად რეალურია კანონის აღსრულება ამ მიმართულებით?

რა მოთხოვნებს უყენებს ქართულ მხარეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით?

სად გვაქვს პრობლემა - კანონში თუ საზოგადოებაში?

აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები - პირველი ნაწილის სტუმარია ინოვაციური იდეების ლაბორატორიის ტექნიკური მენეჯერი თემურ სახელაშვილი, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი თამარ ფაჩულია.

გადაცემაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტები. პირველი სიუჟეტი ქუთაისელ ფოტოგრაფზე მოგვითხრობს. მან წლების წინ საკუთარ ფოტოზე საავტორო უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა, რაც მაშინ თითქმის უპრეცედენტო შემთხვევად შეფასდა და შემდეგაც, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არაერთხელ მოუხდა.

მეორე სიუჟეტით კი შეიტყობთ, ვინ და როგორ იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას საქართველოში.




Print