ვიდეო
ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი – ქუთაისელების შეფასებები (ვიდეო)
FaceBook
"ხალხია მთავრობა", "ხალხმა უნდა აირჩიოს", "ორივეს შეუძლია არჩევა".

ვინ უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი? – ამ თემაზე ქუთაისიპოსტმა გამოკითხვა ჩაატარა.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 25 მოქალაქედან 18 თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს, რადგან მათივე თქმით, მოქალაქეების აზრი მნიშვნელოვანია.

5 გამოკითხულის აზრით, ქვეყნის მოსახლეობა ნდობას საპარლამენტო უმრავლესობას უცხადებს, ამიტომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

გამოკითხული 2 მოქალაქისთვის, თუ ვინ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, მნიშვნელობა არ აქვს.

იმ შემთხვევაში, თუკი "ქართული ოცნება", საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დღის წესრიგში დადგეს.

ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების გზით, 4 წლის ვადით ირჩევენ.






რეზი ბურჯანაძე
თეო წითაძე
Print