ვიდეო
ანტისანიტარია ქუთაისში დევნილთა რეაბილიტირებულ კორპუსებში (ვიდეო)
FaceBook
დაობებული ჭერი და კედლები, ჩამოცვენილი ბათქაში, სარდაფში დაგუბებული წყალი – ასეთ პირობებში ცხოვრობს ქუთაისში, ხარებავას ქუჩის #52 კორპუსში 69 ოჯახი, რომელთა უმეტესობა ზემო აფხაზეთიდან დევნილია.

შენობას რეაბილიტაცია 2008 წელს ჩაუტარდა. თუმცა, ამჟამად მასში მძიმე საცხოვრებელი პირობებია.

ოთხსართულიან კორპუსში ნესტი მეორე სართულამდე აღწევს. ადგილობრივები ამის მიზეზად სარდაფში მუდმივად დაგუბებულ წყალს ასახელებენ.

უამინდობის პირობებში კი შენობაში წყალი სახურავიდანაც ჩამოდის.

Print