ვიდეო
ქუთაისის ცენტრში ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა აიკრძალა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ უბნებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა აკრძალა.
აკრძალვის მიზეზად ქალაქის ხელისუფლება უსაფრთხოებას ასახელებს.

ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გალაქტიონ ტოროშელიძის თქმით, ნავთობკომპანიები საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად, როგორც წესი, ქალაქის პრესტიჟულ უბნებს ირჩევენ. სწორედ ამიტომ, ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი, რაც მისი თქმით, დაუშვებელია.

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიებს ახალი სადგურების განთავსება მხოლოდ ქალაქის მესამე ზონაში, გარეუბნებში შეეძლებათ.


Print