ვიდეო
როგორ უნდა შევაფასო – ქუთაისელები 8 ოქტომბრის არჩევნებზე (ვიდეო)
FaceBook
"მაგათ არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ, "ნაციონალები" მოიგებდნენ", "ყველაფერი კარგად ჩატარდა. მე ვინ მეკითხება, მაინც პატარა კაცი ვარ." 

ასე აფასებენ ქუთაისელები მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

ამ თემაზე ქუთაისიპოსტმა გამოკითხვა ჩაატარა.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 25 მოქალაქედან 10 თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და მათი მოლოდინებიც გამართლდა.

8 გამოკითხულს იმედები გაუცრუვდა. ისინი არჩევნების შედეგებს უარყოფითად აფასებენ.

7 მოქალაქე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობა. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.







რეზი ბურჯანაძე
თეო წითაძე
Print