ვიდეო
"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, თურქული კომპანია "smk"-ს თანამშრომლები გაიფიცნენ.

წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა დღეს რამდენიმე წუთით აღმაშენებლის გამზირიც გადაკეტეს.

გაფიცულები  აცხადებენ, რომ არასტაბილური
ანაზღაურება აქვთ და ხელფასის რაოდენობის კონტროლი არ შეუძლიათ.

მათი თქმით, მიმდინარე თვეში 100-დან 200 ლარამდე ნაკლები ხელფასი დაერიცხათ, ვიდრე გასულ თვეებში.

გარდა მცირე  სახელფასო ანაზღაურებისა, კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობებსაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დღეში ნაცვლად 8 საათისა 10 საათს ამუშავებენ.

გაფიცულები ფიქსირებულ ხელფასს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევეაში კი სამუშაოების მიტოვებით იმუქრებიან.

smk- ში მომხდარზე საუბარი არ სურთ. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" კი, რომლის კონტრაქტორიცაა  smk, თურქულ ფირმას თანამშრომლებთან პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ გამორიცხავს. 

თურქული კომპანია  "smk" ქუთაისის მასშტაბით წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.


Print