ვიდეო
უხარისხო რეაბილიტაცია და დევნილთა ცხოვრება საფრთხის ქვეშ (ვიდეო)
FaceBook
გალიდან დევნილი პერტაიების ოჯახი საკუთარ ჭერს 15 წელი ელოდა.

ქუთაისში, ყოფილი მუსიკალური სკოლის რეაბილიტირებული შენობის პირველ სართულზე ერთოთახიანი ბინა მათ 3 წლის წინ მიიღეს.

თუმცა, პერტაიები უკვე შვიდი თვეა აქ აღარ ცხოვრობენ. დამსკდარი კედლებისა და გაუსაძლისი ნესტის გამო, ოჯახმა ბინა დატოვა და ამავე კორპუსის მე–4 სართულზე ქირით გადავიდა.

Print